Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაკრების ბიჭებმა მთელს მსოფლიოს გააცნეს ეს პატარა ქვეყანა და დღეს მთელი მსოფლიო გახდა ჩვენი გულშემატკივარი

მარშალ პრესი 02/07/2024
kavelashvili

„ჩვენ იმხელა ნიჭისა და პოტენციალის ქვეყანა ვართ, რომ მუდმივად შეგვიძლია დიდ სპორტულ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოს შეუფასებელი იმიჯი შეუქმნა და ახლა მთავარია ნაკრების წარმატებები გაგრძელდეს.

დეპუტატი ამბობს, რომ სპორტში ჩადებული ინვესტიცია ქვეყანას 100%-იან მოგებას მოუტანს.

„გარკვეულ ადამიანებს სურთ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებაში ხელისუფლების როლი მიიტაცონ. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. წინა მთავრობის მსგავსად, დღეს ჩვენი მთავრობა ყველა წარმატებას თავის თავს არ მიაწერს. ყველას ნანახი გვაქვს სატელევიზიო კადრები, სადაც გვარამია ქართულ ფეხბურთს აკნინებს და ფეხბურთელების წარუმატებლობაში მთავრობას ადანაშაულებს. წარმატების დროს კი მთავრობა და მის მიერ გაწეული საქმიანობა არავის ახსოვს. არც არავისგან ვითხოვთ აღიარებას. მთავარია, დაწყებული საქმე არ შეჩერდეს და განვითარდეს.

120 მილიონი დაიხარჯა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. ზოგი კითხულობდა – რაში ხარჯავთ ამდენ ფულსო? დღევანდელი წარმატება კი სწორედ ჩვენმა ასეთმა მიდგომამ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სპორტის განვითარებისთვის, მე ვთვლი, რომ ინვესტიცია სპორტში უნდა გაიზარდოს.
ჩვენ იმხელა ნიჭისა და პოტენციალის ქვეყანა ვართ, რომ მუდმივად შეგვიძლია დიდ სპორტულ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა. ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია 100% -იან მოგებას მოგვცემს. ამ მოგებას მოაქვს ფინანსური, ეკონომიკური, რეპუტაციული აღმავლობა. გაიზრდება ტურიზმი, დაინტერესდებიან კიდევ უფრო მეტად ქართული კულტურით და ასე შემდეგ. ნაკრების ბიჭებმა მთელ მსოფლიოს გააცნეს ეს პატარა ქვეყანა და დღეს მთელი მსოფლიო გახდა საქართველოს გულშემატკივარი. ჩვენმა ბიჭებმა და ფეხბურთმა შეუფასებელი იმიჯი შეუქმნა საქართველოს. ახლა მთავარია, რომ ამ ერთი წარმატებით არ შემოვიფარგლოთ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: გულშემატკივარებმა საქართველოს ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან ტაშით გააცილეს
Next: ბატონო ბლინკენ, მაგ შეშფოთებაზე ზომების მიღებას – ერთი ადგილის თამაში ჰქვია – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.