
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. რეისი კიოლნი-თბილისი ცოტა ხნის წინ დაეშვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ. გულშემატკივარებმა საქართველოს ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან ტაშითა და ოვაციით გააცილეს.