Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბატონო ბლინკენ, მაგ შეშფოთებაზე ზომების მიღებას – ერთი ადგილის თამაში ჰქვია – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 02/07/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, რომელმაც საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ – მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ“.

ქადაგიძის თქმით, მსგავს შეშფოთებას აზრი არ აქვს, რადგან არ არსებობს არგუმენტები. მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო საქმიანობა დამთავრდა საქართველოში და კონსტიტუცია აღარ იძლევა „გამჭვირვალობის კანონპროექტში“ მანიპულაციის საშუალებას.

„მოკლედ, პირველი- საპარლამენტო საქმიანობა დამთავრდა საქართველოში. ანუ-ჰიპოთეზურად, რომც გვინდოდეს გამჭვირვალობის კანონპროექტში მანიპულაცია, კონსტიტუცია აღარ გვაძლევს საშუალებას. მეორე – თქვენი შეშფოთება, რომ რეალურ საფუძველს იძლეოდეს კამათის, საგნობრივი დისკუსიისა და პროფესიონალური დავის, კიდევ შეიძლება რამის მოფიქრება მაგრამ, როდესაც არგუმენტად გაქვთ მხოლოდ – იმიტომ?! არაფერი გამოგივათ და… მესამე – რაღაზე შფოთავთ, შემოდგომამდე სამართლებრივი საკითხიც დაიხურა გამჭვირვალობის კანონზე, რომ ჰიპოთეზურად გაწვევა მოხდეს და რა აზრი აქვს, მაგ დროს ბაიდენი პოლიტიკურ “ზალაში” იქნება გაწოლილი და თქვენ, რა მასშტაბის ჩამოლაბორანტებას დაექვემდებარებით კაცმა არ იცის… ასე რომ, მაგ შეშფოთებაზე ზომების მიღებას – ერთი ადგილის თამაში ჰქვია, ბატონო ბლინკენ!, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ნაკრების ბიჭებმა მთელს მსოფლიოს გააცნეს ეს პატარა ქვეყანა და დღეს მთელი მსოფლიო გახდა ჩვენი გულშემატკივარი
Next: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 26 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.