Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა

მარშალ პრესი 02/07/2024
050

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა.

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

“სერჟანტთა კორპუსს მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ თავდაცვის ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ, თქვენ უდიდესი ნდობა გაქვთ და იმედი ხართ თითოეული ჩვენგანისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მინისტრმა, სახელმწიფოსა და უწყების სახელით, მხარდაჭერა აღუთქვა სერჟანტებს მათი შესაძლებლობების გაძლიერებისა და პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით.

პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“, ნაწილმა კი, სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები მიიღო.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და „ჯარის ბანაკში“ მონაწილე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

საქართველოში სერჟანტთა საკონტრაქტო პროფესიული ინსტიტუტის ჩამოყალიბება 2002 წლიდან იღებს სათავეს. სერჟანტთა კორპუსის დღედ 25 ივნისი დაწესდა. თავდაცვის ძალებმა სერჟანტთა პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან დღეს საზეიმოდ აღნიშნა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

Post navigation

Previous: დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, ოლენა ზელენსკას მიერ ავტომობილის შეძენის შესახებ ინფორმაცია ყალბია, ხოლო Bugatti-ის ე.წ. თანამშრომლის ვიდეო Deepfake-ს წარმოადგენს
Next: გულშემატკივარებმა საქართველოს ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან ტაშით გააცილეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.