Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხალ მსოფლიო რეალობაში ქართული ფეხბურთიც, ისევე როგორც სახელმწიფო, გამარჯვების ისტორიას წერს

მარშალ პრესი 27/06/2024
tamar chiburdanidze

„ყველა გამარჯვება ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებს და მესიჯს უგზავნის სხვა სახელმწიფოებს, რომ მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, საქართველოსაც შეუძლია დიდი მოთამაშე იყოს როგორც პოლიტიკაში, ასევე სპორტში და სხვა სფეროებშიც,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ასე ეხმიანება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მორიგ წარმატებას. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ გუშინ მსოფლიომ დაინახა ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ და განვითარებისკენ და დარწმუნებულია.

მისივე აზრით, ეს გზა საქართველოს კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს.

„სასწაულები ხდება მაშინ, როდესაც მებრძოლი სული გაქვს და უფლის გჯერა. ამ ორს ვერაფერი მოუხერხა მტერმა. ეს არის ქართველების ნიშა, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა. ახალ მსოფლიო რეალობაში ქართული ფეხბურთიც, ისევე როგორც სახელმწიფო, გამარჯვების ისტორიას წერს. ყველა გამარჯვება ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებს და მესიჯს უგზავნის სხვა სახელმწიფოებს, რომ მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, საქართველოსაც შეუძლია დიდი მოთამაშე იყოს როგორც პოლიტიკაში, ასევე სპორტში და სხვა სფეროებშიც. გუშინ მსოფლიომ დაინახა, რომ შეუქცევადია ჩვენი გზა ევროპისკენ და განვითარებისკენ. შეუქცევადია საქართველოს გზა კიდევ ბევრი გამარჯვებისკენ. ვულოცავ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას და მადლობას ვუხდი ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, მწვრთნელს და რაც მთავარია, ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც შექმნა ამ გამარჯვებების რეალობა. გვჯერა, წინ კიდევ ბევრი სიხარული გველის,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: თავი დაანებეთ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპის უშედეგო ამოხსნას – ამას უსამშობლო განსულიერებული არსება ვერ ჩასწვდება
Next: ძალიან დიდი სტიმულია ასეთი წახალისება ფეხბურთელებისთვის და, რაც მთავარია, მაგალითია თითოეული ადამიანისთვის, ბიზნესმენისთვის, მეცენატისთვის ჩვენს ქვეყანაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025