Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავი დაანებეთ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპის უშედეგო ამოხსნას – ამას უსამშობლო განსულიერებული არსება ვერ ჩასწვდება

მარშალ პრესი 27/06/2024
david kartvelishvili

„გესლით ინტოქსიკაცია დაემართა „ასპიდებსა“ და „ვასილისკოებს“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ საფეხბურთო ეროვნული გუნდისთვის დაწესებული ჯილდოს, 30 მილიონი ლარის გადაცემის ფაქტს ეხმიანება.

მისივე თმით, ბიძინა ივანიშვილის ეს ქველმოქმედება ქართული სულით და ეროვნული მენტალობით არის ნაკარნახევი.

„გესლით ინტოქსიკაცია დაემართა „ასპიდებსა“ და „ვასილისკოებს“. ამ ისტორიულ მოგებამდე უფრო მეზიზღებოდნენ, თუ მოგების შემდეგ – ესღა დამრჩა გასარკვევი. ბორელს ებარებოდეთ – გადმოგიგდებთ თქვენს მორიგ ვერცხლებს, ნუ ნერვიულობთ. ოღონდ ჩვენი გმირი ბიჭების ჯიბეებში ხელების ფათურს დაანებეთ თავი. თავი დაანებეთ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპის უშედეგო ამოხსნასაც – ამას უსამშობლო განსულიერებული არსება ვერ ჩასწვდება. ეს არის ქართული სულით და ეროვნული მენტალობით ნაკარნახევი ქველმოქმედება.

ეს არის სწორედ ის სახარებისეული მიდგომა: „ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა“. ასე თესდა სიკეთეს ეს ბუმბერაზი პიროვნება აქამდეც, თუმცა უწყოდა – რამდენი უღალატებს მას მომავალში. ასე იქცევა ის დღესაც! ეს მიდგომა – მოწყალებასა და ქველმოქმედებას ეხება მხოლოდ! და არა თქვენი ღალატისთვის გაცემულ ვერცხლებს, რომლებსაც გროშებად და კაპიკ-კაპიკ დაგითვლით, აწი ვეღარსად გაგვექცევით!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, აქვე მინდა შევეხმიანო ქართულ სპორტზე და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომ ის ჩვენს გუნდს 30 მილიონით დააჯილდოებს
Next: ხალ მსოფლიო რეალობაში ქართული ფეხბურთიც, ისევე როგორც სახელმწიფო, გამარჯვების ისტორიას წერს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025