Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან დიდი სტიმულია ასეთი წახალისება ფეხბურთელებისთვის და, რაც მთავარია, მაგალითია თითოეული ადამიანისთვის, ბიზნესმენისთვის, მეცენატისთვის ჩვენს ქვეყანაში

მარშალ პრესი 27/06/2024
archil talakvadze

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოებას გულისხმობს. მან აღნიშნა, რომ ასეთ მხარდაჭერას დიდი გავლენა ექნება მომავალ თაობებზე.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახლაც დგას საქართველოს მხარეს, დგას ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისა და წარმატების მხარეს. ძალიან დიდი სტიმულია ასეთი წახალისება ფეხბურთელებისთვის და, რაც მთავარია, მაგალითია თითოეული ადამიანისთვის, ბიზნესმენისთვის, მეცენატისთვის ჩვენს ქვეყანაში, რომ ასეთი თანადგომა და დაფასება არის საჭირო. რასაკვირველია, ეს დიდი გავლენას ახდენს ახალ თაობაზე, რომელიც ხედავს, რომ ფეხბურთელების წარმატებას, ამ გამარჯვებას აქვს ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი მოტივაცია“, – მიიჩნევს თალაკვაძე.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

Continue Reading

Previous: ხალ მსოფლიო რეალობაში ქართული ფეხბურთიც, ისევე როგორც სახელმწიფო, გამარჯვების ისტორიას წერს
Next: ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც სხვა ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონები განიხილება, როგორც მათი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, გლობალურ საფრთხეებზე რეაგირება საქართველოსაც სჭირდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025