Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს ბოდიშის მოსახდელად ვადას აძლევს

მარშალ პრესი 18/06/2024
beqa odisharia

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს ბოდიშის მოსახდელად ვადას აძლევს.

საქმე ეხება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბექა ოდიშარიას შესახებ მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები დაარღვია.

„ბოდიში მოიხადონ, რათა მოახერხონ და შეინარჩუნონ ადამიანური სახე მაინც“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

ამასთან, მისივე თქმით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპების უხეშად არაერთგზის დამრღვევს პოლიტიკურ და ანალიტიკურ ჟურნალისტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.

„საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ არის და უკვე მიჩვეულია კიდეც „ნაციონალური“ ტელევიზიების ბოღმით, ბოროტებით სავსე ე.წ. ჟურნალისტების მიერ გამომცხვარ პასკვილებს „ქართული ოცნების“ ლიდერების, მომხრეებისა თუ აქტივისტების მიმართ. 2024 წლის 6 აპრილს სწორედ ასეთი, სიცრუესა და ბოროტებაზე დაფუძნებული, სამარცხვინო ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის სიუჟეტი გავიდა „მთავარ არხზე“, სადაც ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება „მიმოიხილეს“. კიდევ ერთხელ დავანახე ქართულ საზოგადოებას ამ ტელევიზიად წოდებული, პარტნომენკლატურის დაქვემდებარებაში მყოფი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების „კეთილსინდისიერება“ და „პროფესიონალიზმი“. საზოგადოებამ ასევე ნათლად დაინახ აჟურნალისტის უხეში, მახინჯი ფაბრიკაცია, რაც, რა ხანია, მათ პროფესიულ ხელწერად იქცა. ბოდიშის მოუხდელობის შემთხვევაში, მე ვიტოვებ უფლებას, მივმართო სასამართლოს და საკუთარი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, ჟურნალისტად წოდებული ირაკლი ბახტაძე კანონის ძალით ვაიძულო, მოიხადოს ბოდიში აღვირახსნილი ცილისწამებისთვის“, – აცხადებს ოდიშარია.

ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა, რომ 2024 წლის 6 აპრილს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით „ბექა ოდიშარიას ქონება“, დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ჟურნალისტმა, ირაკლი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

Post navigation

Previous: თურქეთ-საქართველოს ნაკრებების მატჩის პერიოდში, პიკურ დროში თბილისში ავტობუსების ნაწილი ხანმოკლე ინტერვალით იმოძრავებს
Next: ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში მოისმინეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.