Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თურქეთ-საქართველოს ნაკრებების მატჩის პერიოდში, პიკურ დროში თბილისში ავტობუსების ნაწილი ხანმოკლე ინტერვალით იმოძრავებს

მარშალ პრესი 18/06/2024
tg

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388.

ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ, რისთვისაც ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ დორტმუნდში თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

 

Post navigation

Previous: ცესკოსა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო
Next: ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს ბოდიშის მოსახდელად ვადას აძლევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.