Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯერ ჯო ბაიდენი გვეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს

მარშალ პრესი 16/06/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბუკა პეტრიაშვილის 2021 წლის პუბლიკაციას სახელწოდებით: „ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს – „ცრემლი მაქვს გამშრალი, თორემ იტირებდა კაცი“.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გაფართოებაზე პირდაპირ უარს ამბობს ამერიკის პრეზიდენტი და დღეს უკვე იგივე ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც გაიმეორა, ბუკა პეტრიაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ რუსეთი არის წინააღმდეგი ნატოს გაფართოების.

„გადავავლე თვალი ბუკა პეტრიაშვილის 2021 წლის პუბლიკაციას, სახელწოდებით: „ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით: ვინ ეკითხება რუსეთს?!” – ცრემლი მაქვს გამშრალი, თორემ იტირებდა კაცი. ყავის ჭიქის ფსკერზე თუ ღვინის ბოცის ნალექში – ყველგან, პუტინი გელანდება, იმ დონეზეც კი, რომ ღამით საოჯახო საწოლში გეშინია ცოლს „ვოვა“ არ დაუძახო – რა გაუსაძლისია ასეთი ყოველდღიურობა.

ამ დროს ჯერ ჯო ბაიდენი გეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს. მაგრამ მაინც და ჯიუტად: „ვინ ეკითხება რუსეთს!”. არც არავინ – ბაიდენს ჰკითხეთ ან ოსტინს. ოღონდ პასუხი მერე ჩვენც გაგვაგებინეთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ამერიკის თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს – დავით ჩიხელიძე
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მეჩეთში ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.