Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკის თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს – დავით ჩიხელიძე

მარშალ პრესი 16/06/2024
davit chikhelidze

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს, ნატო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ, ღია კარს მიღმა დახურული კარის პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის გაღებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის ვერ ხედავს რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ განატოს გაფართოება უახლოეს მომავალში მოხდება.

ჩიხელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ნატო და პარტნიორები, საქართველოს მიერ გავლილი ეკლიანი გზის ადეკვატურ შეფასებას არ ახდენენ და პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში მყოფნი, მოკლებულნი არიან ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

„MAP-ზე უკეთესის გახსოვთ? ნაცებმა საკუთარი სტრატეგიული მარცხი, საზოგადოებას გამარჯვებად რომ შეასაღეს… აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებით ნატოს გაფართოება დაგეგმილი, არათუ ამ ეტაპზე, არამედ უახლოეს მომავალში არ არის, მიუხედავად ქვეყნების სურვილისა გახდნენ ნატოს წევრი, ჩვენ(ნატოს წევრი ქვეყნები) ამ ეტაპზე ნატოს სტაბილიზაცია გვსურს! აშშ-ს თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს, ნატო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ, ღია კარს მიღმა დახურული კარის პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის გაღებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს. სამწუხაროა, რომ ნატო და პარტნიორები, საქართველოს მიერ გავლილი ეკლიანი გზის ადეკვატურ შეფასებას არ ახდენენ და პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში მყოფნი, მოკლებულნი არიან ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას“, – წერს ჩიხელიძე.

ამ თემაზე:

რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ უახლოეს მომავალში – ამერიკის თავდაცვის მინისტრი

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
Next: ჯერ ჯო ბაიდენი გვეუბნება, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა. დღეს კი იმავეს ლოიდ ოსტინი იმეორებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.