ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მეჩეთში ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო და მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
სადღესასწაულო ლოცვას მერის მოადგილეები, საკრებულოს შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ თავგირიძე და ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ყურბან-ბაირამი მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება.
