Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის ფერიცვალება აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მას პერსპექტივა ვერ ექნება

მარშალ პრესი 07/06/2024
dimitri khundadze

ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ფერიცვალებას, რომელიც აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებითაა წარმოდგენილი, პერსპექტივა ვერ ექნება. დიმიტრი ხუნდაძე სვამს კითხვას, როდის იყო ოპოზიცია გულწრფელი, როცა სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებდა, თუ ახლა, როცა ის ლიდერად დაისვა.

„ფანჩატურული ერთობა ჩვენ ვნახეთ გადამისამართებული საპრეზიდენტო სასახლეში, მაგრამ ამ გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათი უმეტესობა არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. უბრალოდ, მე მაინტერესებს ერთი რამ, თითოეული მათგანი და ერთად აღებული, როდის იყვნენ უფრო მეტად გულწრფელები, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, თუ დღეს, როდესაც ისინი მას ლიდერად აღიარებენ? ასე რომ, ასეთ ფერიცვალებას, რომელიც აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებითაა წარმოდგენილი, პერსპექტივა ვერ ექნება,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: ატლანტიკურმა საბჭომ“ აღრიცხა ის, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. პროგრესით ვართ პირველ ადგილზე და შედეგით ვართ უმაღლეს კატეგორიაში
Next: რეგიონში, EU წევრობის კანდიდატებს შორის საქართველო ერთადერთი “უმაღლესი კატეგორიის თავისუფალი ქვეყანაა” – და მას ეს ხარისხი ამერიკა/ევროპამ მიანიჭა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025