Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რეგიონში, EU წევრობის კანდიდატებს შორის საქართველო ერთადერთი “უმაღლესი კატეგორიის თავისუფალი ქვეყანაა” – და მას ეს ხარისხი ამერიკა/ევროპამ მიანიჭა

მარშალ პრესი 07/06/2024
david kartvelishvili

“ეს შეფასება ჩვენ იმავე დასავლეთმა მოგვანიჭა, რომელიც პარალელურად საქართველოს სანქციებს უწესებს და შემდგომი სანქციებით ემუქრება,” – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ საქართველოს მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელებას. ქართველიშვილი ასევე აქვეყნებს ატლანტიკური საბჭოს ამ რეიტინგის ამსახველ მსოფლიო რუქას, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებზეა.

“ამ რუქაზე საქართველოს თავისუფლად იპოვით: ერთადერთი მწვანე წერტილია “არათავისუფალ” უზარმაზარ გარემოში. ფაქტიურად ოაზისია უდიდეს უდაბნოში. პარადოქსი რაშია იცით? რეგიონში, EU წევრობის კანდიდატებს შორის საქართველო ერთადერთი “უმაღლესი კატეგორიის თავისუფალი ქვეყანაა” – და მას ეს ხარისხი ამერიკა/ევროპამ მიანიჭა. ანუ ეს შეფასება ჩვენ იმავე დასავლეთმა მოგვანიჭა, რომელიც პარალელურად საქართველოს სანქციებს უწესებს და შემდგომი სანქციებით ემუქრება. გამოდის, რომ საქართველოს სწორედ იმ ოაზისისთვიას სჯიან, სადაც სიმართლის წყაროდან შეგიძლია სიცრუით გამოწვეული წყურვილი მოიკლა; სადაც უსამართლობის მზით შეწუხებულს, სუვერენიტეტის მაცხოვნებელ ჩრდილში შეგიძლია დაისვენო. მაგრამ აი ზუსტად ამ ოაზისისთვის გვსჯიან. უდაბნო, თუკი უჩვენოდ და არანაირი ოაზისი თქვენს ხელში – ესაა მათი ვერდიქტი, რომელსაც ჩვენი სამშობლო ვერ ეგუება და რომელსაც ატლანტიკური საბჭოც კი ეწინააღმდეგება თავისი შეფასებით, რამდენადაც არ უნდა უნდოდეს ეს მას შინაგანად…” – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის ფერიცვალება აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მას პერსპექტივა ვერ ექნება
Next: გადატრიალება მათი ერთადერთი გამოსავალია, იმისათვის, რომ შეცვალონ ხელისუფლება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025