Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ატლანტიკურმა საბჭომ“ აღრიცხა ის, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. პროგრესით ვართ პირველ ადგილზე და შედეგით ვართ უმაღლეს კატეგორიაში

მარშალ პრესი 07/06/2024
dachi beraia

„ატლანტიკური საბჭო“ არის „ქართული ოცნების“ მოსყიდული, შესაძლოა ასე შეაფასონ ოპოზიციონერებმა მათი კვლევა,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დაჩი ბერაიამ ახალ კვლევაზე, რომლის თანახმად „ატლანტიკური საბჭო“ საქართველოში თავისუფლების დონეს მაღალ შეფასებას აძლევს.

დაჩი ბერაიას თქმით, საბჭოს დადებითი შეფასება კეთდება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანის უფლებების შელახვისთვის სწორედ შტატების მხრიდან სანქცირდებიან. ასეთი მიდგომა, მისი თქმით, აბსურდულია.

„ატლანტიკური საბჭო არის „ქართული ოცნების“ მოსყიდული, შესაძლოა ასე შეაფასონ ოპოზიციონერებმა მათი კვლევა. სინამდვილეში „ატლანტიკურმა საბჭომ“ აღრიცხა ის, რაც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. პროგრესით ვართ პირველ ადგილზე და შედეგით ვართ უმაღლეს კატეგორიაში.

ეს იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ ჩვენთან ასანქცირებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს ადამიანების უფლებების შელახვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და სხვა აბსურდული მიზეზებისთვის, რაც გვესმოდა. ეს არის ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი, რომლის ანალიზი ძალიან მარტივი გასაკეთებელია ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობისათვის,” – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

Post navigation

Previous: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
Next: ოპოზიციის ფერიცვალება აცდენილია ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მას პერსპექტივა ვერ ექნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.