Skip to content
14/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს – გამოცემა “ტელეგრაფი”

მარშალ პრესი 29/05/2024
zelenski

უკრაინა წელს ვერ მიუახლოვდება ნატოს წევრობას რუსეთთან ომში ალიანსის შესაძლო ჩათრევით გამოწვეული საფრთხის გამო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი წერს.

გამოცემის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ნატოს მომავალი სამიტისთვს მზადების პროცესში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ წინააღმდეგობა გაუწიეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების მკაფიო თარიღის განსაზღვრას. ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციის შესახებ ინფორმირებული წყაროს თანახმად, აშშ სკეპტიკურადაა განწყობილი იმის მიმართ, რომ წელს უკრაინას ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა ექნება. აშშ შესაძლოა, გერმანიაზე ნაკლებად შეშფოთებული იყოს, თუმცა, ორივეს აშფოთებს ნატოს სხვა წევრებისადმი რუსეთისგან მომდინარე საფრთხე.

Telegraph-ის წყაროთა თანახმად, პრეზიდენტ ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს.

2023 წელს, უკრაინის პრეზიდენტმა უპრეცედენტო და აბსურდული უწოდა სიტუაციას, როცა ვილნიუსის სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უარი თქვეს უკრაინა მიეწვიათ ალიანსის სრულფასოვან წევრად.

Telegraph-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას შესთავაზებენ გაწევრების გარკვეულ გზას კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე.

Post navigation

Previous: თვითდასაქმებულების სესხი – ყველასთვის შექმნილი პროდუქტი!
Next: თუ დღესაც მოუმზადებელი ბრძანდებით და ტრადიციულად შეკითხვებს არ უპასუხებთ, იქნებ გვითხრათ საერთომ რატომ მობრძანდით პარლამენტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.