
რა არის სესხი თვითდასაქმებულებისთვის? – თვითდასაქმებულების სესხი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც, როგორც წესი, სესხის აღება, ტრადიციულ ბანკებში, ბარიერებთან არის დაკავშირებული. ამის მიზეზი ძირითად შემთხვევაში არის ის, რომ თვითდასაქმებულებს შესაძლოა თანხა საბანკო ანგარიშზე არ ერიცხებათ, არ აქვთ იდეალური საკრედიტო ისტორია და მათთვის პრობლემას წარმოადგენს შემოსავლების დადასტურება. თუ შენც თვითდასაქმებული ხარ და ეს გამოწვევები შენთვის ნაცნობია, ევროკრედიტი ამ პრობლემას მოგხსნის და გთავაზობს პროდუქტს, რომლის აღებას მარტივად და სწრაფად, ბარიერების გარეშე შეძლებ!
თვითდასაქმებულების სესხი – დაიწყე ბიზნესი ან განავითარე შენის საქმე
თვითდასაქმებულების სესხი ყველასთვის განკუთვნილი სესხია და ის კომფორტული პროდუქტია, რადგან მორგებულია თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე. პროდუქტი გაძლევთ შანსს, რომ სასურველი საქმე დროულად დაიწყოთ, ან უკვე არსებული შეფერხების გარეშე გააგრძელოთ. თვითდასაქმებულების სესხი რომ აიღოთ, დაგჭირდებათ მხოლოდ ავტომობილის უზრუნველყოფა, ამიტომ პროდუქტი იდეალური შეთავაზებაა მაგალითად ტაქსის მძღოლებისთვის.
თვითდასაქმებულების სესხი არის კარგი შესაძლებლობა, რომ მომხმარებელმა საქმიანობაზე მორგებული პირობებით და სესხის მიღების სწრაფი და მარტივი სერვისით ისარგებლოს. სესხი თვითდასაქმებულებისთვის ევროკრედიტში 72 თვემდე ვადით გაიცემა ეროვნულ ვალუტაში და თანხის მოცულობა 100 000 ლარამდეა.
ახალი პროდუქტით – თვითდასაქმებულების სესხი – სარგებლობის შესაძლებლობა მომხმარებლებს უკვე აქვთ. სესხის აღება შეუძლიათ 21-დან 75 წლამდე მოქალაქეებს, რომელთა საჭიროებები კომპანიაში ზედმიწევნით არის შესწავლილი და, შესაბამისად, შეთავაზებაც მათზე მორგებულ პირობებს გულისხმობს. დიახ, მომხმარებლები ევროკრედიტში მათთვის შესაბამისი სასესხო ლიმიტით სარგებლობენ, ეს კი დაინტერესებული ადამიანების და ბაზრის შესწავლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
სესხი ტაქსის მძღოლებისთვის
ევროკრედიტის თვითდასაქმებულების სესხი ტაქსის მძღოლებისთვისაც განკუთვნილი სესხია. მძღოლს სესხის უზრუნველსაყოფად საკუთარი ავტომობილის წარდგენა შეუძლია, რის გამოც ეს შეთავაზება მათთვის შეიძლება საინტერესო იყოს. ტაქსის მძღოლები სესხის აღების დროს ბარიერებს არ გადააწყდებიან იმის გამო, რომ არ აქვთ იდეალური საკრედიტო ისტორია ან იმიტომ, რომ შემოსავალი ბანკში არ ერიცხებათ. ევროკრედიტი გთავაზობთ სესხის აღებას სწრაფად, დამატებითი ბიუროკრატიული ნაბიჯების გავლის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ყოველი სესხის მომსახურების შემდეგ, მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგი მეტად მზად არის იმისთვის, რომ უფრო მოცულობით სესხს მოემსახუროს.
როგორ ავიღოთ სესხი თვითდასაქმებულებისთვის?
თვითდასაქმებულების სესხი ევროკრედიტში უმოკლეს ვადებში გაიცემა და განაცხადის გაკეთება მომხმარებელს მარტივად შეუძლია ვებგვერდზე eurocredit.ge დისტანციურ რეჟიმში. მინიმუმამდეა დაყვანილი იმ დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც სესხის მისაღებად არის საჭირო. სესხს აიღებთ ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით და არც თანხის მოთხოვნის მიზნობრიობა მოწმდება.
სესხის ასაღებად შეგიძლიათ მიაკითხოთ ევროკრედიტის ცენტრალურ ფილიალს. სერვისცენტრების მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავთ ევროკრედიტის ვებგვერდზე, კატეგორიაში სერვისცენტრები.
თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი
სესხის დამტკიცების პროცესში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გადახდის გრაფიკი. გადახდის გრაფიკი ყველა მომხმარებლისთვის ინდივიდუალურია და პერსონალურად დგინდება, რაც ნიშნავს თქვენზე მორგებულ კომფორტულ პირობებს სესხის გადახდის პროცესში. ამასთან, მსხესხებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობაც, სესხის სრული ვადის პერიოდზე.
ეს პირობა განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალს, შეიძლება, სეზონურობა ახასიათებდეს და სტაბილური თანხის შემოდინება გარანტირებული არ ჰქონდეთ.
სესხი თვითდასაქმებულებისთვის – ნომერზე 0322 90 40 00
სესხის აღების პროცესი კი ასე მიმდინარეობს: მას შემდეგ, რაც ევროკრედიტის ვებგვერდზე განაცხადს შეავსებთ, იმავე დღეს, ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი დაგიკავშირდებათ, რომელიც დეტალურად გაგაცნობთ ევროკრედიტის თვითდასაქმებულების სესხის პირობებს.
დაიმტკიცე თვითდასაქმებულების სესხი და მიიღე შენზე მორგებული პირობები ევროკრედიტში. დამატებითი ინფომრაციის მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0322904000 ან ეწვიოთ ვებგვერდს www.eurocredit.ge.