Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ დღესაც მოუმზადებელი ბრძანდებით და ტრადიციულად შეკითხვებს არ უპასუხებთ, იქნებ გვითხრათ საერთომ რატომ მობრძანდით პარლამენტში

მარშალ პრესი 29/05/2024
dachi beraia

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დაჩი ბერაიამ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს განხილვაზე, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს მიმართა. დეპუტატის თქმით, მას აქვს იმედი და მოლოდინი, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა.

დაჩი ბერაიას თქმით, პასუხგაუცემელი კითხვების შემთხვევაში, გაუგებარია მსხილაძის პარლამენტში მისვლის მიზეზი. ბერაიამ რომან გოცირიძესაც მიმართა. „პირველ რიგში, მინდა რომან გოცირიძეს მივმართო. ბატონო რომან, როდესაც საზოგადოება მეტსახელად “კუპონას” დაგარქმევთ, უმჯობესია ლარის კურსზე საერთოდ არ ილაპარაკოთ.

რაც შეეხება შეკითხვას, ბატონო გიორგი, ჩემმა კოლეგებმა ჩემთვის საინტერესო შეკითხვები უკვე დასვეს და დიდი სიამოვნებით დაველოდები თქვენს პასუხს. მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ დღეს უფრო კარგად ნამეცადინები მობრძანდით, ვიდრე გუშინ და მხოლოდ „იმიტომ“ არ იქნება თქვენი პასუხი. თუ დღესაც მოუმზადებელი ბრძანდებით და ტრადიციულად, არც ერთ შეკითხვას არ უპასუხებთ, მაშინ დაგისვამთ ასეთ კითხვას, იქნებ ამას მაინც უპასუხოთ. საერთოდ რატომ მობრძანდით პარლამენტში და რა მიზანი აქვს თქვენს აქ მობრძანებას?“- აღნიშნა ბერაიამ

Post navigation

Previous: ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს – გამოცემა “ტელეგრაფი”
Next: ვაიმე ქალბატონო თეონა, წესით უნდა გასკდეთ ბოღმისგან – შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.