Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს შეხვდა

მარშალ პრესი 23/05/2022
Salesforce

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტის, ემი ვივერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

მთავრობის მეთაურმა Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

აღინიშნა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.

Salesforce უმსხვილესი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ისრაელში, ჩინეთში, იაპონიასა და იტალიაში, სათავო ოფისი კი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს.

კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 26 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: ყოველთვის, როცა საქართველოს წარმატების წინა ეტაპი დგას, ომისა და ღალატის პარტია ცდილობს, ამ წარმატებას ხელი შეუშალოს
Next: მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობის დალაგებული სამი მედია საშუალება, ბოლო სამი დღის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ამერიკის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის დისკრიმინაცია კონკრეტული ქეისის გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.