ყოჩაღ ირაკლი ღარიბაშვილს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს – ალეკო ელისაშვილი

778
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პარტია “მოქალაქეები”-ს თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით გამართულ მედიაციას, რა დროსაც,  აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

„ყოჩაღ ყველას, ვინც, ჩვენი მხრიდან, ამაში იყო ჩართული. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იყო ჩართული და ყოჩაღ მას. ასევე, ყოჩაღ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც, ასევე, ჩართული იყო ამ საქმეში. დიახ, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ, განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დროს, სწორად ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს. ამ როლის გამოყენება ძალიან კარგია მთელი ქვეყნისთვის, გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციები, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება