Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს

მარშალ პრესი 26/05/2024
vasil maglaperidze

ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს და ეს სადღაც ყურმოკრული ფეიკი ევროპის სიკარგის და სხვაზე აღმატებულობის არგუმენტი ჰგონია, – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე.

მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო. მანვე აღნიშნა, რომ საწინააღმდეგოს მტკიცებას და ასეთი უხეში შეცდომის დაცვა-გამართლებას საყველაფრო ექსპერტ-ანალიტიკოსებიც კი ვერ შეძლებენ.

„ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს და ეს სადღაც ყურმოკრული ფეიკი ევროპის სიკარგის და სხვაზე აღმატებულობის არგუმენტი ჰგონია.

ვისაც ისტორიის წიგნში ცალი თვალით მაინც ჩაუხედავს, მისთვის ნათელია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო.

საწინააღმდეგოს მტკიცებას და ასეთი უხეში შეცდომის დაცვა-გამართლებას ჩვენი საყველაფრო ექსპერტ-ანალიტიკოსებიც ვერ შეძლებენ.

P.S. ომი კი, ზოგადად, კაცობრიობის თანმდევი სენია და თუ ადამიანებს ძალა გვერჩის, პაციფიზმი გვავიწყდება ხოლმე. სამწუხაროდ, ეს სისუსტე ერთნაირად გვახასიათებს ყველას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და გეოგრაფიული მდებარეობისა.
დაბოლოს. სასწრაფოდ არის დასაწყები მრავალგზის დაპირებული განათლების რეფორმა“, – წერს მაღლაფერიძე.

Post navigation

Previous: 26 მაისი განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ
Next: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.