Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

მარშალ პრესი 26/05/2024
441418801_1110990593470509_7753646923759367891_n

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი.

შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა;
ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ.

საზეიმო ღონისძიებები ხელოვნების სასახლეში კვარტეტ „უნისონის“ კონცერტით გაგრძელდა. დასასრულ გამოვლინდნენ საპატიო ჩოხატაურელები:

ლევან უჯმაჯურიძე-მეღვინე, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დოქტორი.

რევაზ თედორაძე-საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე, „ფაზისის“ აკადემიის ნამდვილი წევრი, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებას, სათავეში ედგა ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს.

ზაალ სიხარულიძე-ფიზიკოსი, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, 1992-93 წლებში იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; პატრიარქის კურთხევით არის სიხარულიძეთა საგვარეულოს მედროშე, მინიჭებული აქვს რაინდის წოდება და ჯვარი. არის „საქართველოს ჩოხოსნების“ თავმჯდომარე, ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი. ამჟამად წარმოადგენს მსოფლიოს ვეტერანთა ფედერაციას ამიერკავკასიაში.

დავით ჟღენტი- ქველმოქმედი, საგზაო სამშენებლო კომპანია შ.პ.ს „NEW ROAD-ის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზედიზედ ორჯერ იყო დასახელებული წლის საუკეთესო მეგზევედ.

მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

კულტურის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები:
ლეილა კოტრიკაძე, ვარდო თოდრია, დოდო მამალაძე, ნათელა მეგრელიშვილი.

ჯანდაცვის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები:
ლევან ბაიაჯანი,
ცისანა გოგოლაძე,
თეიმურაზ კოროშინაძე.

სპორტის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები:
გრიშა თოდრია, გია გიორგაძე.

განათლების სფეროს დამსახურებული მოღვაწე შმაგრი ოსეფაიშვილი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს
Next: ნიკა გვარამია უერთდება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას და ხელს აწერს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.