Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

26 მაისი განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ

მარშალ პრესი 26/05/2024
irakli chikovani

„26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ და თავისუფლება მოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალათასწლოვანი კულტურა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველს“, – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, სამღვდელოებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის თვითრეალიზაციის, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობა არის ევროპული ოჯახის სუვერენული საქართველო. ვიცე-პრემიერმა აფხაზებსა და ოსებსაც მიმართა და განაცხადა, რომ საკუთარი იდენტობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში. საკუთარ სიტყვაში მან ისაუბრა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაზეც, რომლებსაც, მისი თქმით, უდიდესი წვლილი მიუძღვით სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.

Post navigation

Previous: „თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფარი“
Next: ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.