Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფარი“

მარშალ პრესი 26/05/2024
irakli chikovani

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფარი“, – აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული, საქართველოს თავდაცვის ძალები ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით მოწინავეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. ეს აღიარება კი, სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი პროფესიონალიზმისა და უდიდესი თავგანწირვის ფასად დაიმსახურეს.

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ვეტერანებს, რომლებიც, მისი განცხადებით, ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ღირსეულად იბრძოდნენ. საკუთარ სიტყვაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს.

ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას. მან მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა გმირების ოჯახების მიმართ.

Post navigation

Previous: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს
Next: 26 მაისი განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.