Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა

მარშალ პრესი 23/05/2022
დიდგორი მედევაკი

საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა.

უწყების ცნობით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა.

Continue Reading

Previous: ილია დარჩიაშვილი: შვეიცარიაში პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა
Next: ჰერმან საბო: ძალიან ცუდია თუ ვინმეს არ აწყობს, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025