Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჰერმან საბო: ძალიან ცუდია თუ ვინმეს არ აწყობს, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი

მარშალ პრესი 23/05/2022
ჰერმან საბო

„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირში საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას ახორციელებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის დიდი ნაწილის მიმართ რაიმე განსაკუთრებულ ინდობა არ გვაქვს, შეიძლება მართლა არის ასეთი შემთხვევები, და ძალიან ცუდია, თუ არის, შეიძლება არც არის. ძალიან ცუდია თუ ვინმეს არ აწყობს, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ზოგადად მთელი ოპოზიციის სულისკვეთება იყოს“, – განაცხადა საბომ.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია კონკრეტულ პოლიტიკოსებზე რადიკალური ოპოზიციიდან, რომლებიც ევროკავშირში აწარმოებენ აგიტაციას საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

Post navigation

Previous: თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა
Next: ლევან დავითაშვილი: პრემიერის დავოსში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა გაეცნოთ საქართველო, როგორც ოპერირების ახალი ადგილი და დაინტერესება არის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.