Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: შვეიცარიაში პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა

მარშალ პრესი 23/05/2022
ილია დარჩიაშვილი

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამდღიანი სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, დავოსში. რა თქმა უნდა, ვიზიტის შინაარსობრივი ნაწილი, ერთის მხრივ, ეკონომიკური კომპონენტია, ხოლო მეორე ნაწილი პოლიტიკურია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველი შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან და საკითხი ძირითადად შეეხებოდა, პოსტ-პანდემიურ პერიოდს, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობების გამონახვას.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებთან. მათთან ერთად განიხილება ის შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს უცხოურ კომპანიებს. პოლიტიკურ ნაწილში, პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ის საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს კითხვარის შევსებას და ჩვენს მომავალ ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. დავოსში შეხვედრებს მართვას საქართველოს დელეგაცია, რომლესაც პრემიერი ხელმძღვანელობს.

Continue Reading

Previous: ეგილს ლევიტსი: ლატვია მხარს უჭერს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, რაც შეიძლება სწრაფად კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
Next: თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025