Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანია მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მათი ფულით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ

მარშალ პრესი 24/05/2024
zaal anjaparidze

აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანი არის, ერთი მხრივ მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მეორე მხრივ მათი ფულით თუ სხვა რამეებით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ აქ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამ კონტრელიტებს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს, ვინაიდან ეს ის ხალხია, რომლებიც დემონსტრაციულად უარყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაზიარებულ ცხოვრების ფუნდამენტურ ნორმებს და ღირებულებებს.

“აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანი არის, ერთი მხრივ მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მეორე მხრივ მათი ფულით თუ სხვა რამეებით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ აქ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ.

ამ კონტრელიტებს ჩვენი საზოგადოება, რომ იტყვიან შემწვარ-მოხარშულს იცნობს. ეს ის ხალხია, რომლებიც დემონსტრაციულად უარყოფენ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაზიარებულ ცხოვრების ფუნდამენტურნორმებს, ტრადიციებსა და ღირებულებებს. უფრო მეტიც, ხმალამოღებული ებრძვიან მათ. დღევანდელ ე.წ. „თავისუფლების მარშს“ ისე როგორც მანამდე ჩატარებული სხვადასხვა მარშებს, თავისუფლებასთან ცოტა რამ აქვს საერთო. ეს უფრო დასავლეთის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი კონტრელიტების მარშია, მათი რესურსების სრული ლუსტრირებით.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების მიზნით შექმნილი, კომისიის მორიგი სხდომა გამართა
Next: როცა დასავლელი „მეგობრების“ სანქციების მუქარები ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ეს უკვე ფაშისტური ელემენტების შემცველია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025