
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების მიზნით შექმნილი, კომისიის მორიგი სხდომა გამართა.
სხდომაზე განხილული იქნა 108 განცხადება, რომელთაგან დადებითად გადაწყდა 104 ბენეფიციარზე მატერიალური დახმარების გაცემის საკითხი.
აღნიშნული კომისიის სხდომა ყოველთვიურად იმართება. წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე კომისია 2 თვის ვადით შეაჩერებს მუშაობას.