Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა დასავლელი „მეგობრების“ სანქციების მუქარები ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ეს უკვე ფაშისტური ელემენტების შემცველია

მარშალ პრესი 24/05/2024
dimitri khundadze

„თუ არ უზრუნველვყავით ქვეყანაში გამჭვირვალობა, მაშინ, რა თქმა უნდა, შავი ფულით უფრო იოლი იქნება ქვეყნის ხელისუფლების ჩანაცვლება უკვე ყოფილი, ჩვენთვის ნაცნობი და დესტრუქციაში გამოცდილი ხელისუფლებით,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატივა [მიხეილ სააკაშვილი] „ვივამედშია“. „ის არ წევს იქ ტყუილად, ის არის ქვეყანაში სპეციალურად შემოყვანილი“ – აღნიშნა მან.

„ჩვენი საგარეო მიმართულებები არ შეცვლილა – ეს არის დასავლური მიმართულება, მაგრამ არა ომის გავლით და, რა თქმა უნდა, მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაცვით.

თუ დავთმობთ სუვერენიტეტს, დავთმობთ მშვიდობას და თუ არ უზრუნველვყავით ქვეყანაში გამჭვირვალობა, მაშინ, რა თქმა უნდა, შავი ფულით უფრო იოლი იქნება ქვეყნის ხელისუფლების ჩანაცვლება უკვე ყოფილი, ჩვენთვის ნაცნობი და დესტრუქციაში გამოცდილი ხელისუფლებით. ალტერნატივა „ვივამედშია“. ის არ წევს იქ ტყუილად, ის არის ქვეყანაში სპეციალურად შემოყვანილი.

გახსოვთ როგორ ზრუნავდნენ მასზე? საუბრობდნენ, თითქოს მას აწამებდნენ და უნდა დაეხსნათ, გვემუქრებოდნენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, თუ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა და ა.შ. საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოს სამართლიანობა დაადასტურა. ასე რომ, სახეზეა ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ეს ორმაგი სტანდარტი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების ატრიბუტიკა, ეს არის სახიფათო გზა. თუ ჩვენ დავთმეთ სუვერენიტეტი და ავყევით ამ ორმაგ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ომის გზას ვერ ავცდებით. ასე რომ, ქუჩას მეტი პასუხისმგებლობა მართებს, მმართველ გუნდს კი, ეს გათავისებული აქვს.

ვის დაასანქცირებენ და ვის არა, ამაზე საუბარი საერთოდ არ რის. არც დეპუტატების ოჯახების ზიანზე კეთდება აქცენტი. თუმცა, როცა დასავლელი „მეგობრების“ მხრიდან სანქციების მუქარები ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ეს უკვე ფაშისტური ელემენტების შემცველია, მაგრამ არა უშავს, ესეც მეორეხარისხოვანია. მთავარია ქვეყნის უპირატესი ინტერესი – საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: აშშ-ის და ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული სანქციების მიზანია მათთვის მიუღებელი ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯა და მათი ფულით ნასაზრდოები კონტრელიტების გამხნევება, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყონ
Next: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც – აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.