Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველო ხმამაღლა აფიქსირებს თავის მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ

მარშალ პრესი 23/05/2022
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა დავოსში, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, საქართველო, ერთის მხრივ, ჰუმანიტარული კუთხით ეხმარება უკრაინას, ხოლო მეორეს მხრივ, პარტნიორებთან ერთად, ყველა დონეზე და ყველა საერთაშორისო ფორმატში ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციას და მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„უკრაინის მხარდაჭერის პროცესი, რომელიც ჩვენი თვალთახედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც გაგრძელდება“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ეგილს ლევიტსი: ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინის მოთხოვნაზე „არა“ არ იქნება, გარკვეული გზის შეთავაზება მოხდება
Next: გრიგოლ ლილუაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025