Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს შეხვდა

მარშალ პრესი 23/05/2022
ლილუაშვილი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ხედვა გააცნო. ხაზი გაუსვა ძლიერი და ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობის მნიშვნელობას და საგამოძიებო ორგანოს ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ ვრცლად ისაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივა დეტალურად გააცნო.
საბჭოს შექმნა სამოხელეო დანაშაულის შემცირებისკენ გადადგმულ სტრატეგიულ ნაბიჯია, საბჭოს მუშაობაში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი იქნება საქმიანობის ანგარიში, მოხდება სამართალდამცავების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის გზები ერთობლივად დაისახება.

საბჭოს ფორმატში განხილული საკითხები უწყებებს მისცემს შესაძლებლობას დაინახონ ობიექტური სურათი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ უწყებების გამართულ ფუნქციონირებასთან და ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას დანაშაულის პრევენციის მექანიზმში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები – გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი შოთა რიჟამაძე და გენერალური ინსპექციის უფროსი თემურ კვანტალიანი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველო ხმამაღლა აფიქსირებს თავის მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ
Next: ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.