Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ეგილს ლევიტსი: ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინის მოთხოვნაზე „არა“ არ იქნება, გარკვეული გზის შეთავაზება მოხდება

მარშალ პრესი 23/05/2022
ეგილს ლევიტსი

გრძელვადიან თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ევროკავშირის მიღმა არ დარჩება. ეს ახლავე მოხდება თუ არა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ უკრაინისთვის შემდეგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსი და გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები რომ უნდა იყოს, ეს დანამდვილებით ვიცი, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსიმ „ქრონიკას“ განუცხადა, რომელმაც უკრაინისთვის კანიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე იუსაუბრა.

„რა თქმა უნდა, ევროპული საბჭოს სამიტზე არ იქნება უკრაინის მოთხოვნაზე – „არა“. გარკვეული გზის შეთავაზება მოხდება, რაც განაპირობებს ქვეყნის ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან. უკრაინას „არას“ ევროკავშირიდან ვერავინ ეტყვის. ეს ნათელია. გაიმართება მსჯელობა თუ რა და როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი და ამის საფუძველს შექმნის ევროკომისიის დასკვნა. მათი მოსაზრებები ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი. დოკუმენტები მომზადების პროცესშია. გრძელვადიან თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ევროკავშირის მიღმა არ დარჩება. ეს ახლავე მოხდება თუ არა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ უკრაინისთვის შემდეგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსი და გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები რომ უნდა იყოს, ეს დანამდვილებით ვიცი“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

Continue Reading

Previous: ანრი ოხანაშვილი: პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აგრძელებს ძალიან მაღალი დონის შეხვედრებს, იმისთვის რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები ბოლომდე იყოს გატარებული
Next: ილია დარჩიაშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველო ხმამაღლა აფიქსირებს თავის მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025