Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის

მარშალ პრესი 21/05/2024
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და განიხილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა იარაღის მოწოდებასა და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებასთან დაკავშირებით, ქუჩის წახალისებას უფრო ჰგავს, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობას.

„მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს რომ „მუშტრის” თვალით უყურებს, ცოტა არ იყოს, უხერხულია. იარაღის მოწოდებასა და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის. ქუჩა შეთხელდა და თამასამაც აიწია. კარგი ხმაურისთვის ვიზას ჰპირდებიან ქუჩას, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი გამჭვირვალობისთვის – სანქციებს.

სანქციები ისევე ვერ მოიტანს შედეგს, როგორც – გაუმჭვირვალობა. ყველაფერი რომ გამჭვირვალე იყოს, ეს კანონიც არ იქნებოდა საჭირო, თუმცა, ამაზე საუბარიც კი აუკრძალეს საზოგადოებას და თავადაც არ კითხულობენ, რატომ გახდა ის საჭირო. პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვენ და ქუჩის აურზაურს ხელს უწყობენ. იმას, რასაც დღეს დაპირებად გვაწვდიან, აქამდეც უკვე რეალურად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ომისა და რევოლუციის, მორჩილებისა და ფასეულობების სანაცვლოდ. რაც შეეხება არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნას, მმართველი გუნდი ამ პირობით თუ ამ პირობების გარეშე, ისედაც გამჭვირვალედ აპირებს საარჩევნო პროცესის წარმართვას, მთავარია, გარე ჩარევებისაგან დავიცვათ ქვეყანა. ხელისუფლება მზად არის თანასწორუფლებიანი და გულწრფელი პარტნიორობისთვის.“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის
Next: გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტი არის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს სახელისუფლებო გუნდი და თითოეული ქართველი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.