Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის

მარშალ პრესი 21/05/2024
zurab kadagidze

ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის! ყველა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისა და საზოგადოების დაცვას სამართლებრივი ბერკეტებით ახერხებს, რათა პროქსი და ჰიბრიდული მანიპულაციებით ვერავინ მოახერხოს ზეგავლენა, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი აპირებს “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტის მიმღები ქვეყნების რიგს შეუერთდეს.

ქადაგიძის თქმით, თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი და რეგიონის მთავარი აქტორია, სწორედ უცხო გავლენებისგან დასაცავად იწყებს კანონმდებლობის მოწესრიგებას. მისივე განცხადებით, მსოფლიო ფხიზლდება ფსევდო-ლიბერალური ილუზიების და ფაშისტური ნარატივებისგან.

“ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის!
ყველა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისა და საზოგადოების დაცვას სამართლებრივი ბერკეტებით ახერხებს, რათა პროქსი და ჰიბრიდული მანიპულაციებით ვერავინ მოახერხოს ზეგავლენა.

თურქეთი ნატოს წევრი და რეგიონის მთავარი აქტორია და სწორედ, რომ უცხო გავლენებისგან თავის დასაცავად, კანონმდებლობის მოწესრიგებას იწყებს.
იქაც რუსულად მონათლავენ კანონპროექტს? ძალიან გაუჭირდებათ!

P.S. მსოფლიო ფხიზლდება ფსევდო-ლიბერალური ილუზიებისა და ფაშისტური ნარატივებისაგან. საქართველო კი ჩვენი რეგიონის ავანგარდშია!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას
Next: იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.