Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტი არის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს სახელისუფლებო გუნდი და თითოეული ქართველი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია

მარშალ პრესი 21/05/2024
tamta megrelishvili

„არ შეიძლება, მორალს მიკითხავდეს გათხოვილი მამაკაცი, ჩემს სარწმუნოებას ეხებოდეს და აბუჩად იგდებდეს. ეს უპასუხოდ არ დარჩება არცერთ ქართველს, არ დარჩება სახელისუფლებო გუნდს, რომელსაც ლეგიტიმაცია მიანიჭა ამომრჩეველთა უმრავლესობამ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ქვეყნის სხვა დაუძინებელმა მეგობრებმა ვერ გაითავისეს, რომ ქართველები მონები არ არიან.

„ზოგადად პრობლემა არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა ვერ გაითავისეს – ჩვენ არ ვართ მონები. ჩვენ გვაქვს სრულუფლებიანი და სრულფასოვანი სახელმწიფო, დიდი ისტორიული წარსულითა და ღირსებით. ქართველ ერთან საუბარი საფრთხილოა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულმა ღონისძიებამ, როდესაც მთელი საქართველო გარეთ გამოვიდა იმ კულტურული და ღირებულებითი ფასეულობების დასაცავად, რამაც დღემდე მოგვიყვანა.

ვფიქრობ, რომ ამ საჩვენებელი ღირსების მარშის შემდეგ ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ უნდა გააანალიზონ, ვის ესაუბრებიან და ვისთან აქვთ საქმე. არ შეიძლება, მორალს მიკითხავდეს გათხოვილი მამაკაცი, ჩემს სარწმუნოებას ეხებოდეს და აბუჩად იგდებდეს. ეს უპასუხოდ არ დარჩება არცერთ ქართველს, არ დარჩება სახელისუფლებო გუნდს, რომელსაც ლეგიტიმაცია მიანიჭა ამომრჩეველთა უმრავლესობამ. გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ასევე ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ზუსტად ის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს, როგორც სახელისუფლებო გუნდი, ასევე თითოეული ქართველი, რომელსაც ესმის და სწამს ჩვენი მომავლის ღირსების და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის
Next: ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.