Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი

მარშალ პრესი 20/05/2024
irakli kobakhidze

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს გამოქვეყნდა დასაქმების მონაცემები საქსტატის მიერ.

„გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში არის 4 პროცენტით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი და უმუშევრობამ შეადგინა 14 პროცენტი, ნაცვლად შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 18 პროცენტისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით შესაბამისად, 10,4 პროცენტით, შეადგინა  953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით, 10 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 448 ათასი ადამიანი.

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და გვაქვს ყველანაირი მონაცემები იმისთვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია ნაკრებებისთვის 3 მლნ ლარამდე გაიზრდება
Next: ევროკომისიის პრეზიდენტი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, ეს სტანდარტი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის მოთხოვნა, რომლის გამოყენების სამართლიანი უფლება აქვს ქართულ სახელმწიფოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.