Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია ნაკრებებისთვის 3 მლნ ლარამდე გაიზრდება

მარშალ პრესი 20/05/2024
irakli kobakhidze5

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრემია გაიზრდება 3 მლნ ლარამდე.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ნაციონალური მოძრაობა“ სიძულვილით მოქმედებდა თავის დროზე ხელისუფლებაში და იმავეს აკეთებს ოპოზიციის რიგებიდან
Next: უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.