Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს

მარშალ პრესი 19/05/2024
untitled
ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს, – ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

კომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპა რუსეთის მსგავსი მტრებისთვის საკმარისად მზად არ არის.

ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ფონ დერ ლაიენმა დანიაში გამართულ წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ. ოთხშაბათს კი, მან ევროკომისრებს მიმართა და გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია დეზინფორმაციული და ჰაკერული შემოტევები.

„გვინდა თუ არა ძლიერი ევროპა, რომელიც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის? ან, მეორე მხრივ, ვაძლევთ თუ არა ჩვენი დემოკრატიების მიტაცების უფლებას ავტორიტარებსა და მარიონეტებს?“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა კოპენჰაგენში სიტყვით გამოსვლისას.

ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ის შექმნის „ევროპული დემოკრატიის ფარს“, რათა უცხოურ ჩარევებს შეებრძოლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი საფრთხეებისთვის ევროპა საკმარისად დაცული და ორგანიზებული არ არის. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კიბერშეტევების შემთხვევები გაიზარდა, მათ შორის საკუთარ საარჩევნო ვებ-საიტებზეც.

„ხელოვნური ინტელექტი AI ახლა საშუალებას იძლევა შექმნას წარმოუდგენლად რეალისტური „ფეიქი“ – რომელსაც შეუძლია დესტაბილიზაციის გამომწვევი როლი ჰქონდეს საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნა მან.

გეგმა, რომელიც ფონ დერ ლაიენმა, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში წამოაყენა, მოიცავს დეზინფორმაციის ევროპული განყოფილების შექმნას.

ევროკავშირის ქვეყნები ასევე ემზადებიან ერთობლივი რეაგირების ჯგუფების შესაქმნელად, რომლებიც ფოკუსირდებიან ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის დივერსიასა და ინფორმაციით მანიპულირებაზე.

Continue Reading

Previous: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
Next: ყოჩაღ სალომე და ნახვამდის – ზურაბ ქადაგიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025