Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყოჩაღ სალომე და ნახვამდის – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 19/05/2024
zurab kadagidze

„არავის ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე განსაკუთრებულ არგუმენტს დააფიქსირებდა ვეტოს სახით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისივე თქმით, არ ეგონა, რომ კანონზე გამჭვირვალობის შესახებ ვეტოს დადებისას პრეზიდენტი ფორმალურ შენიშვნებსაც არ წარმოადგენდა. ყოველივეს კი იმის დასტურად მიიჩნევს, რომ ბუნებაში არ არსებობს გამჭვირვალობის კრიტიკის ჯანსაღი არგუმენტი, გარდა პოლიტიკური ინსინუაციისა.

„უმარტივესი ფორმულირებით – ვეტო არგუმენტირებული შენიშვნაა, რომელსაც პრეზიდენტი იყენებს ამა თუ იმ კანონის გამოქვეყნებამდე. სწორედ ამაზე მიანიშნებდა პრემიერ-მინისტრი, რომ შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს კანონპროექტზე დეტალური შენიშვნები მოგვაწოდოს ვეტოს სახით და განვიხილოთო…

არავის ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე განსაკუთრებულ არგუმენტს დააფიქსირებდა ვეტოს სახით, თუმცა ამ დონის სულელიც თუ აღმოჩნდებოდა, რომ ფორმალურ შენიშვნებს მაინც არ წარმოადგენდა, რაც იმის დადასტურებაა, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ბუნებაში არ არსებობს გამჭვირვალობის კრიტიკის ჯანსაღი არგუმენტი, გარდა პოლიტიკური ინსინუაციისა.

სალომე ზურაბიშვილმა კი არანაირი არგუმენტი, მტკიცებულება და მოსაზრება არ წარადგინა და ხბოს აღტყინებით გვახარა – ვეტო დავადეო…

ყოჩაღ სალომე და ნახვამდის, კანონპროექტი უნდა გამოქვეყნდეს არსებული რედაქციით!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს
Next: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025