Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის

მარშალ პრესი 19/05/2024
dimitri khundadze

საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს და ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის შუა დერეფნის გლობალური პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტორია.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად ქვეყნები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ჩინეთთან და საქართველო, მიუხედავად ამ თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობისა, მაინც გააგრძელებს პეკინთან პარტნიორობას.

„ყველა ქვეყანა ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით ცდილობს ჩინეთთან ჰქონდეს ურთიერთობა. მაგრამ ჩვენ ორმაგი სტანდარტი არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯანსაღი ურთიერთობის დისკრედიტაციის არაერთი მცდელობის სახით. არადა, ჩვენი ქვეყანა რეგიონული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური გზაჯვარედინიც და ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: სპეცოპერაცია “არა რუსულ კანონს” დასრულებულად არის გამოცხადებული
Next: ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025