Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეცოპერაცია “არა რუსულ კანონს” დასრულებულად არის გამოცხადებული

მარშალ პრესი 19/05/2024
DAVID KARTVELISHVILI

“სპეცოპერაცია “არარუსულკანონს”, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნატა ფერაძის ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებით და ნაცების მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ “გამჭვირვალობის კანონზე” ვეტოს დაჩქარებული წესით დადებით (დავადევიო) – დასრულებულად არის გამოცხადებული,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო საკუთარი პატრონების ფარისევლური წუხილი ერთის მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა.

„სპეცოპერაცია “არარუსულკანონს”, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნატა ფერაძის ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებით და ნაცების მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ “გამჭვირვალობის კანონზე” ვეტოს დაჩქარებული წესით დადებით (დავადევიო) – დასრულებულად არის გამოცხადებული.

ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო საკუთარი პატრონების ფარისევლური წუხილი (იქნებ ვეტოში მაინც აისახოს კონსტრუქციული შენიშვნები), ერთის მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა.

მეორე მხრივ, ზურაბიშვილის პატრონებმა უპრიმიტიულესი კომბინაცია გაითამაშეს: “აბა, რანაირი ჩვენი აგენტია, როდესაც ჩვენს შთაგონებებს “იკიდებს” – ხომ ხედავთ, რანაირი დამოუკიდებელი, ჯიუტი და თვითმყოფადი პოლიტიკური ლიდერი გაგიზრდიათ მასთან უსამართლო ბრძოლაში”. ყველაფერი გასაგებია – “ჩაგეთვალათ”.

ჩვენ კი მხოლოდ მივესალმებით ქართველი კანონმდებლების საქმიანობის ესოდენ მაღალ და წარმომადგენლობით შეფასებას – ეს ხომ რეალურად მაღალი “პილოტაჟია”, შექმნა კანონი, რომელიც ერთდროულად: ა) ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს აძლიერებს, ბ) ქვეყნის ყველა საგარეო და საშინაო “დაუძინებელი მეგობრის” კოშმარულ სიზმრად იქცა და გ) სამართლებრივი თვალსაზრისით იმდენად დახვეწილია, რომ წერტილ-მძიმესაც ვერ უცვლიან…“ – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა „გამჭვირვალობის კანონის“ ეროვნული შინაარსის
Next: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025