საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ახალგაზრდები ნელნელა უჯანყდებიან. მიზეზი კი არის ერთგვარი დიქტატურა სცენაზე გამომსვლელებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებში იღებს მონაწილეობას მიმართავს ორგანიზატორებს და ამბობს, რომ ისინი იმისთვის არ დადიან აქციებზე, რომ ბაია პატარაიებისგან და ხატია დეკანოიძეებისგან აიღონ ნებართვა, თუ ვინ უნდა გამოვიდეს სიტყვით და ვინ არა.
