Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მარშალ პრესი 17/05/2024
tsakhna

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეეძლოს იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ცაჰკნა აღნიშნავს, ესტონეთმა წელს დიდი ნაბიჯი გადადგა გენდერულად ნეიტრალური ქორწინების ლეგალიზებით, მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

“წელს, ესტონეთმა, გენდერულად ნეიტრალური ქორწინების ლეგალიზებით, უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა უფრო ინკლუზიური საზოგადოებისკენ.

თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეეძლოს იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე.” – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

იგი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას თან ურთავს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ამაგრებს ცისარტყელას დროშას ესტონეთისა და უკრაინის სახელმწიფო დროშების გვერდით.

“დღეს ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას, რადგან დღევანდელი დღე სიმბოლოა იმისთვის ბრძოლის, რომ ადამიანებმა თავი თავისუფლად იგრძნონ და არავინ იდევნებოდეს ან იყოს ძალადობის სამიზნე,” – აცხადებს მარგუს ცაჰკნა ვიდეოში.

Post navigation

Previous: ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა
Next: ცოტა ტრ..კი დააყენეთ – საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ახალგაზრდები ნელნელა უჯანყდებიან (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.