Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას კანონში არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 17/05/2024
guram macharashvili

“ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება – აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე კომენტირებისას.

ოპოზიციამ დღეს ააგორა კამპანია, თითქოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონში მესამე მოსმენისას შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება.

როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე მოსმენით განხილვისას ცვლილება კანონში არავის შეუტანია და ვერც ვერავინ შეიტანდა, ვინაიდან მესამე მოსმენა რედაქციული ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ჯერ არ კითხულობდნენ, არ გვაინტერესებს რა წერია კანონშიო და ახლა რაღაც წაიკითხეს და ისიც უკუღმა. არავითარი ცვლილება მესამე მოსმენისას კანონში არ შესულა და ვერც შევიდოდა, იმიტომ, რომ მესამე მოსმენა რედაქციულია. მით უმეტეს, არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას კანონში არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ცოტა ტრ..კი დააყენეთ – საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ახალგაზრდები ნელნელა უჯანყდებიან (ვიდეო)
Next: ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გამოვთქვი შეშფოთება, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ რევოლუციურ მოწოდებებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.