Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობას“ ჰყავს საკუთარი ტერორისტული ჯგუფები ტელევიზიების სახით

მარშალ პრესი 23/05/2022
ბიძინა გიორგობიანი

საქართველოს შიდა დაპირისპირებამ ასახვა პოვა ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებთან მუშაობაში და ეს დავიდა ძალიან ცუდ დონეზე. აქედან ჩადიან ოპოზიციონერები, იქ შეხვედრას მოუწყობენ, ფოტოებს გადაუღებენ, რაღაც ტყუილებს ეტყვიან, რომ აქ ჩვენთან ხელისუფლებაშია არიან კაციჭამიები, თავისუფალი მედია იდევნება და ა.შ. ოღონდ რამენაირად არ მიიღონ საქართველოს განაცხადი, აქ კი წინასწარ აანონსებენ, რომ ეს იქნება ხელისუფლების ბრალი, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, პოლიტიკურ პარტიებს ჰყავდათ ტერორისტული ჯგუფები. „ნაციონალური მოძრაობა“, ხომ არსებობს თვითონ პოლიტიკური პარტია. ნუ ერთი კაცის პარტიაა, რომელსაც მიმდევრები ჰყავს, მაგრამ თან მათ ჰყავთ თავიანთი ტერორისტული ჯგუფი საკუთარი ტელევიზიების სახით. არ არის აუცილებელი ტერორისტული ჯგუფი ადამიანებს კლავდეს. ესენი ჯერჯერობით არ ისვრიან, მაგრამ ეს ფეიკ ნიუსები არანაკლები ტერორისტული აქტია“, – განაცხადა გიორგობიანმა.

Continue Reading

Previous: თეა წულუკიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე რაც შეიძლება მეტი სირთულე შეექმნას – ვიწროპოლიტიკური ინტერესები დიდ, სახელმწიფოებრივ მიზნებში ერევათ
Next: ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, ვინც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025