Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, ვინც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით

მარშალ პრესი 23/05/2022

ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, ვინც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და პირდაპირ საქმით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინელ ხალხს უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწია და კომენტარი გააკეთა იმ განცხადებებზე, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ერთმანეთის მისამართით გააკეთეს.

„რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკრაინა ომის მდგომარეობაშია, ვცდილობთ მისი ხელისუფლების მიმართ ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულები. მაგრამ ხშირად რთულია არ გამოხატო პოზიცია, როდესაც სრულად ალოგიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, მაგალითად, გაჰყავთ ელჩი ქვეყნიდან. ან როდესაც აკეთებენ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედროებს უნდა ჰქონდეთ სხვა საქმე, გარდა უკრაინელი ქალებისა და ბავშვებსა – ანუ უნდა ჰქონდათ საქმე, რასაც ქართველი ქალებისა და ბავშვების დახოცვა ჰქვია. როცა ამაზე საუბრობს მათი უშიშროების საბჭოს მდივანი, როდესაც საქართველოს ომში ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო, მკაცრი პასუხები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ომი დღეს სურთ მათ, ვინც წარსულში იანუკოვიჩთან იყო დაახლოებული და ამ ფაქტებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.

„შესაბამისად, ყველას უნდა შევახსენოთ, ვინ არის პოდოლიაკი, ვინ არის გონჩარენკო, ვინ არიან სხვები, ვინც საქართველოში ომის გაჩაღებას ითხოვენ და ითხოვენ იმას, რომ რუსებმა უნდა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები. პირდაპირი ტექსტით ვციტირებ მათ განცხადებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობას“ ჰყავს საკუთარი ტერორისტული ჯგუფები ტელევიზიების სახით
Next: რუსი „ალიგარქები“ მოიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში, ჯერ გათავისუფლდით სააკაშვილისა და კეზერაშვილისგან მერე გააკეთეთ მსგავსი განცხადებები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025