Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე რაც შეიძლება მეტი სირთულე შეექმნას – ვიწროპოლიტიკური ინტერესები დიდ, სახელმწიფოებრივ მიზნებში ერევათ

მარშალ პრესი 23/05/2022
თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს სვლა ევროინტეგრაციისკენ შეფერხდეს.

„ნორმალურ პირობებში, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანი უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება, ევროპულ გზაზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამ ოპოზიციის პირობებში, სამწუხაროდ, ეს ვერ ან არ გამოდის. ყოველთვის ცდილობენ, რომ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე რაც შეიძლება მეტი სირთულე შეექმნას. მათ ვიწროპოლიტიკური ინტერესები დიდ, სახელმწიფოებრივ მიზნებში ერევათ“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

მაშინ, როცა ქვეყანა ევროკომისიის დასკვნის მოლოდინშია, მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად აზიანებს. მაგალითისთვის, ოპოზიციის ნაწილს გასულ კვირაში შეხვედრები ბრიუსელში, ბერლინსა და ტალინში ჰქონდათ. გავრცელდა ლობისტებთან შეხვედრის ფოტოებიც. რადიკალური ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ მათ ქვეყნის მხარდასაჭერად იმუშავეს. მათთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ
Next: ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობას“ ჰყავს საკუთარი ტერორისტული ჯგუფები ტელევიზიების სახით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.