Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 23/05/2022
ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე იხსენებს, რომ ასეთივე ვითარება იყო მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე მსჯელობდნენ.

„ეს არის მოცემული ფაქტი, რაც არ არის ახალი მოვლენა. გვახსოვს ზუსტად იგივე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მაშინ არ იყო მათი აგიტაცია წარმატებულ, იმედია არც ამ შემთხვევაში იქნება ეს აგიტაცია წარმატებული. რამდენჯერაც შედიან ეს პოლიტიკოსები კაბინეტში, რამდენჯერ გამოდის იქიდან კონკრეტული მესიჯები. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვისაც ცხადია, თუ რა მესიჯებით შედიან ისინი კაბინეტებში და რა მესიჯებით დადიან დერეფნებში“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება
Next: თეა წულუკიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე რაც შეიძლება მეტი სირთულე შეექმნას – ვიწროპოლიტიკური ინტერესები დიდ, სახელმწიფოებრივ მიზნებში ერევათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025