Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტი: გამოწვევების მიუხედავად, საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ინტენსიურ თანამშრომლობაში ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისთვის

მარშალ პრესი 23/05/2022
სალომე ზურაბიშვილი1

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიას სიტყვით მიმართა.

„მიუხედავად თავის სამეზობლოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისთვის.

გეოპოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც კარიბჭეს აზიისაკენ და როგორც არსებით სატრანზიტო-ლოგისტიკურ ჰაბს, არსებით რგოლს შუა დერეფანში არხის გავლით საქონლის გადაადგილებისთვის, რომელიც შავ ზღვას, კავკასიას და ევრაზიის კონტინენტს აკავშირებს.

ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს განავითაროს თავისი კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით.

ამ რთულ პერიოდში, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის როლი კიდევ უფრო გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნებისათვის წინსვლის, ახალი გამოწვევების გადაჭრისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთმოქმედებისა და თანამშრომლობის გააქტიურებაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სესია 23-27 მაისს, ტაილანდში, ბანგკოკში ტარდება და მასში 80-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ
Next: ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.